2010 წლის 10 მარტს გორის უნივერსიტეტში შედგა პირდაპირი ვიდეოხიდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნებრასკის უნივერსიტეტში პროფესიული დახელოვნების მიზნით მყოფ გორის უნივერსიტეტის პროფესორ სოსო ცოტნიაშვილთან. იგი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ესაუბრა აშშ-ს უმაღლესი განათლების შესახებ. დამსწრეთ მიეცათ საშუალება, ბატონი სოსოსაგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.