მთავარი - სარჩევი - კონტაქტი - გალერეა - ძიება - ბმულები - ელ_ფოსტა - English Version
უნივერსიტეტი
სასწავლო პროცესი
შესვლა
?????????
     

     

     

     

     

     

     

     

    

გორის უნივერსიტეტის ყოველწლიური მესამე საერთაშორისო კონფერენცია 'განათლება და განვითარება'
ფაკულტეტის სპეციალობების კოდების დამტკიცების შესახებ
ბრძანებები
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
გორის უნივერსიტეტი

ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. #53.            53 Chavchavadze Street, Gori
ტელ.: 8270 7 2413            Phone: 8270 7 2413




ბ რ ძ ა ნ ე ბ ა # 1-29


                 ---05-- ----11----- 2007წ.





სსიპ გორის უნივერსიტეტის ფაკულტეტების, სპეციალობების, სპეციალიზაციების, ქვესპეციალიზაციების, მისანიჭებელი კვალიფიკაციების/აკადემიური ხარისხებისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების კოდების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის №473 ბრძანებულების მე-2 პუნქტის ”შ” ქვეპუნქტის საფუძველზე



ვბრძანებ:


1.დამტკიცდეს სსიპ გორის უნივერსიტეტის ფაკულტეტების, სპეციალობების, სპეციალიზაციების, ქვესპეციალიზაციების, მისანიჭებელი კვალიფიკაციებისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების კოდები დანართი 1-ლის შესაბამისად.
2.დაევალოს კანცელარიის გამგეს(ნ. ყაზარაშვილი) უზრუნველყოს ამ ბრძანების გაცნობა ფაკულტეტების დეკანებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის.
3. ეს ბრძანება განთავსდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
4. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში,(მის:თბილისი, დ.უზნაძის ქ. #52), ან გორის რაიონულ სასამართლოში (მის: გორი, ჯორბენაძის ქ.#30).

რექტორის მ/შ. პროფესორი: ზ. ცოტნიაშვილი
დაბეჭდვა