მთავარი - სარჩევი - კონტაქტი - გალერეა - ძიება - ბმულები - ელ_ფოსტა - English Version
უნივერსიტეტი
სასწავლო პროცესი
შესვლა
?????????
     

     

     

     

     

     

     

     

    

გორის უნივერსიტეტის ყოველწლიური მესამე საერთაშორისო კონფერენცია 'განათლება და განვითარება'
მართვის ორგანოების არჩევნების დანიშვნის შესახებ
ბრძანებები
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
გორის უნივერსიტეტი

ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. #53.            53 Chavchavadze Street, Gori
ტელ.: 8270 7 2413            Phone: 8270 7 2413




ბ რ ძ ა ნ ე ბ ა # 1-59


                 ---21-- ----02----- 2008წ.



სსიპ–გორის უნივერსიტეტის მართვის ორგანოების (წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭო) არჩევნების დანიშვნის შესახებ


"საჯარო სამართლის იურიდიული პირის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის N#473 ბრძანებულების მე-2 პუნქტის ~შ~ და “წ” ქვეპუნქტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის #721 ბრძანების საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დაინიშნოს სსიპ-გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოების არჩევნები.
2. სსიპ-გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოების არჩევნები ჩატარდეს 2008 წლის 14 აპრილს.
3. სსიპ-გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლობით და აკადემიურ საბჭოებში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2008 წლის 4 მარტის 1000სთ-დან 2008 წლის 17 მარტის 1800სთ-მდე.
4. სსიპ-გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლობით და აკადემიურ საბჭოებში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდეს სსიპ-გორის უნივერსიტეტის I კორპუსში, #114 ოთახში;
5. ეს ბრძანება გამოიკრას სსიპ-გორის უნივერსიტეტის თვალსაჩინო ადგილებში, მათ შორის, ფაკულტეტებზე;

4. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით;

5. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (თბილისი, უზნაძის #52) ან გორის რაიონულ სასამართლოში (გორი, ჯორბენაძის #30)




რექტორის მ/შ, პროფესორი ზ. ცოტნიაშვილი



დაბეჭდვა