|
შესვლა |
 |
|
|
|
|
|
|
|
საარჩევნო კომისიის შექმნის შესახებ
|

საჯარო სამართლის იურიდიული პირი
გორის უნივერსიტეტი
ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. #53.   53 Chavchavadze Street, Gori
ტელ.: 8270 7 2413   Phone: 8270 7 2413
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა # 1-77
    ---21-- ----02----- 2008წ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების _ სსიპ–გორის უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის შექმნის შესახებ
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის N#473 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ძ” და ~შ~ ქვეპუნქტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის #721 ბრძანების მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტებისა და ფაკულტეტების დეკანის მ/შ-ების მომართვის საფუძველზე.
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ-გორის უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების მიზნით შეიქმნას უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გოგოლაძე ნანა _ ადამიანური რესურსების სპეციალისტი;
ბ) ვანო ბალახაშვილი _ ლექტორი;
გ) ქენქაძე ირაკლი _ სტუდენტური თვითმმართველობის წევრი
დ) მალხაზ მინდიაშვილი _ საზოგადოების წარმომადგენელი;
ე) ლალი კარიჭაშვილი _ კანცელარიის სპეციალისტი
2. კანცელარიის გამგემ (ნ. ყაზარაშვილი) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა კომისიის წევრებისათვის.
3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით;
4. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (თბილისი, უზნაძის #52) ან გორის რაიონულ სასამართლოში (გორი, ჯორბენაძის #30)
რექტორის მ/შ, პროფესორი ზ. ცოტნიაშვილი
რექტორის აპარატის უფროსი: ე. გიგაშვილი
იურისტი: დ. მახვილაძე
|
|
|
|