მთავარი - სარჩევი - კონტაქტი - გალერეა - ძიება - ბმულები - ელ_ფოსტა - English Version
უნივერსიტეტი
სასწავლო პროცესი
შესვლა
?????????
     

     

     

     

     

     

     

     

    

გორის უნივერსიტეტის ყოველწლიური მესამე საერთაშორისო კონფერენცია 'განათლება და განვითარება'
12.07.2010
ღონისძიებები


2010 წლის 12 ივლისს გორის უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია თემაზე: "სტრატეგიული ხედვა - საქართველოს კონფლიქტური რეგიონები". მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ბათუმის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტის პროფესორებმა და სტუდენტებმა. თემის ირგვლივ ისაუბრეს: გორის უნივერსიტეტირ რექტორმა, პროფესორმა ზააზა ცოტნიაშვილმა, პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მალხაზ მაცბერიძემ, სტუდენტებმა: სოფია სალიამ, იოსებ ჟვანიამ, დავით კახიანმა, ლევან თორიამ, ანეტა ძაძუამ. შეხვედრის ბოლოს დაისვა კითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული. დისკუსიის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ურთიერთდაახლოებას შეუწყობს ხელს.
იხილეთ მეტი 228 წაკითხვა დაბეჭდვა
06.07.2010
სტუდენტებისათვის

2010 წლის 3-4 ივლისს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი. პირველ დღეს ტრენინგს უძღვებოდნენ ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ ჟურნალისტები ნინო ლომაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი და ჟურნალ „ლიბერალის“ ჟურნალისტი გიორგი ცხადაია. მეორე დღეს კი _ პოეტი გიორგი კეკელიძე და ჟურნალ „ლიბერალის“ ჟურნალისტები ნათია გულიაშვილი, გიორგი ცხადაია. შეხვედრის თემას წარმოადგენდა „განსაბჭოება“. ტრენინგში მონაწილეობისათვის სტუდენტები შეირჩნენ წინასწარ შევსებული კითხვარების ანალიზის საფუძველზე...
იხილეთ მეტი 309 წაკითხვა დაბეჭდვა
30.06.2010
პრეზენტაციები

2010 წლის 29 ივნისს გორის უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის კვლევის ცენტრში არქეოლოგმა გივი ღამბაშიძემ წაიკითხა ლექცია თემაზე: “ჩრდილო კავკასიის სივრცეში არსებული ქართული კულტურული ძეგლები და ვახტანგ VI-ის საფლავი ასტრახანში”. ლექციას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. მომხსენებელმა გორის უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა მის მიერ გამიცემული წიგნები და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ მიეცემა საშუალება ესტუმროს გორის უნივერსიტეტს და ისაუბროს მსმენელთათვის საინტერესო თემებზე.
იხილეთ მეტი 261 წაკითხვა დაბეჭდვა
30.06.2010
სტუდენტებისათვის

2010 წლის 28 ივნისს გორის ჩოგბურთის კორტებზე მოეწყო საჩვენებელი თამაშები, რომელსაც ესწრებოდნენ შიდა ქართლის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი ზაზა ცოტნიაშვილი, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის წევრი, არჩილ კეკელია, ჩოგბურთელები გორის უნივერსიტეტიდან და მათი მწვრთნელები, ასევე ჩოგბურთელი მოსწავლეები და მათი მშობლები.

იხილეთ მეტი 246 წაკითხვა დაბეჭდვა
28.06.2010
სტუდენტებისათვის

25-26 ივნისს გორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებმა დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლები მოინახულეს. ისინი დიდი ინტერესით გაეცნენ გელათის, მოწამეთას, უბისას სავანეებში დაცულ სიწმინდეებს, ზუგდიდისა და ნაქალაქევის მუზეუმებში დაცულ მდიდარ კოლექციებს. სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს განახლებული ბათუმის ღირსშესანიშნაობანი.
იხილეთ მეტი 289 წაკითხვა დაბეჭდვა
გვერდი 3 88 < 1 2 3 4 5 6 > >>