|
შესვლა |
 |
|
|
|
|
|
|
|
28.06.2010
|
2010 წლის 24 ივნისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ქალაქ სიღნაღში ქართული ყველის ფესტივალი ჩატარდა. იგი მიზნად ისახავდა ქართული სამეურნეო კულტურის, კერძოდ, რძის პროდუქტების პოზიცირებას. ფესტივალზე 26 ქვეყნის 900-მა დელეგატმა დაათვალიერა გამოფენილი პროდუქცია. სხვადასხვა რეგიონებიდან მონაწილეობა მიიღეს მცირე და საშუალო საწარმოებმა, ქარხნებმა, წვრილმა საგლეხო და საოჯახო მეურნეობებმა, აგრეთვე გორის უნივერსიტეტის პროფესიული სწავლების სახელობო პროგრამების სასწავლო საწარმომ. ფესტივალზე აღნიშნული საწარმოს მიერ გამოფენილი იქნა სხვადასხვა სახეობის ყველი, პასტერიზებული რძე, მაწონი, არაჟანი «ნებიერას» სახელით. დამთვალიერებლებს უშუალოდ მწარმოებელი სტუდენტები სთავაზობდნენ პროდუქციას დასაგემოვნებლად. გორის უნივერსიტეტის სასწავლო საწარმოს მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ სწორედ «ნებიერას» ლოგოიან მაისურსა და კეპში გამოწყობილ წამყვანს მიჰყავდა საგამოფენო პროცესი. |
|
|
25.06.2010
|
2010 წლის 24 ივნისს გორის უნივერსიტეტს ესტუმრა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კადრების განყოფილების უფროსი, ბატონი რიჩარდ მარში, რომელმაც უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია თემაზე: ,,როგორ დავწეროთ ეფექტური რეზიუმე და როგორ გავიაროთ გასაუბრება“. ლექციამ საინტერესოდ ჩაიარა, სტუდენტებმა ბევრი ღირებული რჩევა მიიღეს მომხსენებლისაგან. დასასრულს ბატონმა რიჩარდ მარშმა უპასუხა სტუდენტთა მიერ დასმულ შეკითხვებს. |
|
|
23.06.2010
|
2010 წლის 21 ივნისს გორის უნივერსიტეტს ეწვივნენ როსტომ ჩხეიძე (კრიტიკოსი და მწერალი), გიორგი გოგოლაშვილი (პროფესორი), იოსებ ჭუმბურიძე (ჟურნალისტი), ნინო ვახანია (პროფესორი), სალომე კაპანაძე (პროფესორი), ზვიად კვარაცხელია (მწერალი და გამომცემელი), ეკა ბუჯიაშვილი (ჟურნალისტი) და ბაბუა ალუდაური (ლიტერატორი). მსახიობმა თინათინ ელბაქიძემ გორელ სტუდენტებთან წარმოადგინა ერთი მსახიობის თეატრის სპექტაკლი «სამშობლო, როგორც უფალი...». სპექტაკლი აგებულია ოთხი მწერლის_როსტომ ჩხეიძის, მაკა ჯოხაძის, ლევან ბრეგაძის და გურამ ასათიანის პუბლიცისტურ წერილებზე. სტუდენტებმა და პროფესორ- მასწავლებლებმა დიდი ინტერესით მოისმინეს მონო-სპექტაკლი. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა მადლობა გადაუხადა თინათინ ელბაქიძეს დღეისათვის ასეთი საჭირო სპექტაკლისათვის და ბატონ როსტომს შეხვედრის ინიციატივისატვის. |
|
|
22.06.2010
|
2010 წლის 22 ივნისს გორის უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ დევიდ სილვერა (საერთაშორისო მედიატორი კონფლიქტების მოგვარებაში) და ეითან ისრაელი (მოზრდილთა განათლების უნივერსიტეტის პრეზიდენტი ისრაელში). მათი ჩამოსვლის მიზანი იყო ურთიერთობების დამყარება გორის უნივერსიტეტთან. ისინი შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დასახეს სამომავლო გეგმები. შემდეგ ბატონმა დევიდმა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია თემაზე: «კონფლიქტების მოგვარების ანალიზი». ლექციის დასასრულს მან უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. |
|
|
21.05.2010
|
2010 წლის 21 ივნისს გორის უნივერსიტეტის V კორპუსში გაიმართა შეხვედრა სახელობო პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით, რომელსაც გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი, მოწვეული სტუმრები, მასწავლებლები და ინსტრუქტორები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოვიდნენ: ინიტა პაულოვიცა (გაეროს განვითარების პროგრამის რეზიდენტი, წარმომადგენლის მოადგილე), ზაზა ცოტნიაშვილი (გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი), თეა სიფთაშვილი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი), ზვიად ხმალაძე (გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე), გიორგი ავალიანი (შიდა ქართლის პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე), დავით ბიძინაშვილი (გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი), დავით კაკაშვილი (სახელობო პროფესიული პროგრამების ინსტრუქტორი), იონა ტომარაძე (სახელობო პროფესიული პროგრამების ინსტრუქტორი). შეხვედრის ბოლოს გამოითქვა იმედი, რომ სახელობო პროფესიული პროგრამები მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობის დასაქმებას.
|
|
|
|