|
შესვლა |
 |
|
|
|
|
|
|
|
09.07.2008| მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის წარმომადგენლები უნივერსიტეტში
|
 
2008 წლის 9 ივლისს მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის წარმომადგენლები (დირექტორი- სოფო გორგოძე, ცენტრის პროექტების კოორდინატორი - პაატა სირბილაძე, მასწავლებლობის მაძიებელი საპილოტე პროექტის კოორდინატორი - ეკა მამაცაშვილი ) გორის უნივერსიტეტის განათლების,ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა, რომელიც მეორედ შედგა, მიზნად ისახავდა პირველ ეტაპზე გასულ სტუდენტებთან გასაუბრებას.
გასაუბრების შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი და გამოავლენს იმ სტუდენტთა ვინაობას, რომელთაც მიეცემათ შესაძლებლობა, სკოლაში მენტორების დახმარებით მიიღონ პედაგოგიური გამოცდილება, მოსწავლეებთან მჭიდრო კონტაქტების შედეგად გამოიმუშაონ პროფესიული უნარ-ჩვევები და, ამავე დროს, მოემზადონ მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისათვის.
|
|
|
07.07.2008|პრეზენტაცია ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე
|
 
2008 წლის 7 ივლისს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის I კურსზე ჩატარდა ფაკულტეტის პროფესორის ელენე ხოჯევანიშვილის მიერ Power Point-ში მომზადებული პროგრამის პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა უძველესი წერილობითი ძეგლების და მრავალსაუკუნოვანი სალიტერატურო ენის სხვადასხვა პერიოდის ნიმუშები, ქართველი ერის სულიერი კულტურის ის საგანძური, რომლის წიაღშიც იღებს სათავეს ენის განვითარების და სრულყოფის უშრეტი პოტენცია. თითოეული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია სტუდენტთა აქტიური მონაწილეობით, სადაც მათ კარგად გამოავლინეს მასალის ცოდნა, ლოგიკური მსჯელობის და კრიტიკული აზროვნების უნარი.
მოძიებულმა მრავალფეროვანმა თვალსაჩინო მასალამ სტუდენთა დიდი ინტერესი დაიმსახურა.
|
|
|
04.07.2008|,,სკოლა, ოჯახი, საზოგადოება’’ – სტუმრად უნივერსიტეტში
|
 
უკვე რამდენიმე წელია ნაყოფიერ საქმიანობას ეწევა არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,სკოლა, ოჯახი, საზოგადოება’’. ის ემსახურება საზოგადოებრივ და პედაგოგიურ ძალთა გაერთიანებას და თანმიმდევრულად ზრუნავს ისეთი სასწავლო გარემოს შესაქმნელად, რასაც თანამედროვე მოთხოვნები გვთავაზობს. ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული რეფორმის მიმდინარეობის პროცესში, მუდმივად აანალიზებს განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს. მჭიდრო კონტაქტები უცხოელ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ამ ორგანიზაციას შესაძლებლობას აძლევს, სიახლეები მოარგოს ქართულ რეალობას და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზოს განათლების სფეროს მუშაკებს სწავლების პროცესში დასანერგად.
2008 წლის 4 ივლისს ,,სკოლა, ოჯახი, საზოგადოება’’ გორის უნივერსიტეტს ესტუმრა. შეხვედრა, რომელსაც გორისა და გორის რაიონის პედაგოგიური საზოგადოება და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ, გახსნა რექტორის მ/შ-მა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა. მან დადებითად შეაფასა სტუმრების ვიზიტი და შენიშნა, რეფორმა უწყვეტი განათლების მიღებას მოითხოვს. მასწავლებელთა მოსალოდნელი სერთიფიცირება მნიშვნელოვანი ეტაპია. გორის უნივერსიტეტი გეგმავს, ამ პროცესში აქტიურად ჩაებას. სწორედ ამიტომ უნივერსიტეტმა ორგანიზაციასთან ,,სკოლა, ოჯახი, საზოგადოება’’ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტში დაარსდება მასწავლებელთა გადამზადების ცენტრი და რეგიონის ყველა მასწავლებელს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების, გამოცდილი ტრენერების დახმარებით შეექმნება სათანადო პირობები კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
|
|
|
03.07.2008| საქველმოქმედო აქცია ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე
|
 
2008 წლის 3 ივლისს გორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ატენის ხეობას ესტუმრნენ, მოინახულეს ისტორიული ძეგლები, ატენის სიონი და დედათა მონასტერი. სტუდენტების საქველმოქმედო აქცია მიზნად ისახავდა მონასტრის დედებისათვის საკვები პროდუქტების, ფულადი შესაწირისა და პირველადი მოხმარების საგნების გადაცემას. მონასტრის იღუმენიას, დედა ნინოს ინფორმაცია მონასტრის დაფუძნების, დედების ყოველდღიური მოღვაწეობის შესახებ სტუდენტებისათვის ძალზე საინტერესო იყო. სტუდენტებთან ერთად ატენის ხეობაში იმყოფებოდა გორის უნივერსიტეტის რექტორის მ/შ, ბ ატონი ზაზა ცოტნიაშვილი.
|
|
|
01.07.2008| შეხვედრა გორის მრავალპროფილიან მცირე აკადემიაში
|

2008 წლის 1 ივლისს გორის მრავალპროფილიან მცირე აკადემიაში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს განათლების სისტემის სრულყოფას. მემორანდუმს შეუერთდნენ: პროფ. ზაურ ამილახვარი (საქართველოს საგადასახადო-საბაჟო აკადემიის რექტორი), პროფ. ანზორ შარაშენიძე (თბილისის დავით აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტის რექტორი), პროფ. ვახტანგ ფერაძე (წმ. გრიგოლ ფერაძის სახ. თბილისის უნივერსიტეტის რექტორი), პროფ. ვალერი სუხიშვილი (გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემიის რექტორი).
მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ: პროფ. ანზორ ბენიძე, ქალბატონი ლეილა კინწურაშვილი (დავით აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის ხელ-ლი) და გორის უნივერსიტეტის რექტორის მ/შ, ბატონი ზაზა ცოტნიაშვილი, რომელიც ამ შეხვედრაზე მხოლოდ სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. თანამშრომლობის თვალსაზრისით გამოიკვეთა რამდენიმე სფერო და მიმართულება, საინტერესო ინიციატივები, რომლებიც მემორანდუმის ირგვლივ გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია.
|
|
|
|