03.03.2010|
შემოსულია: admin, March 03 2010 15:47:41

   2010 წლის 1 მარტს ჩატარდა შიდა ქართლის ჩოგბურთის ფედერაციის დამფუძნებელი კრება, რომელსაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი-ზურაბ ქაცარავა ესწრებოდა. შიდა ქართლის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ერთხმად არჩეულ იქნა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი. მან აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს შიდა ქართლში ჩოგბურთის ასაღორძინებლად. იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა დიდი ნაწილი აუცილებლად დაინტერესდება ჩოგბურთით. ფედერაციის მთავარი მიზანია ჩოგბურთის განვითარება ჯანსაღი ცხოვრების ხელშესაწყობად და ახალი ტალანტების აღმოსაჩენად.
ახალი ამბები ვრცლად
2010 წლის 1 მარტს ჩატარდა შიდა ქართლის ჩოგბურთის ფედერაციის დამფუძნებელი კრება, რომელსაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი-ზურაბ ქაცარავა ესწრებოდა. შიდა ქართლის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ერთხმად არჩეულ იქნა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი. მან აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს შიდა ქართლში ჩოგბურთის ასაღორძინებლად. იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლე ბელთა და სტუდენტთა დიდი ნაწილი აუცილებლად დაინტერესდება ჩოგბურთით. ფედერაციის მთავარი მიზანია ჩოგბურთის განვითარება ჯანსაღი ცხოვრების ხელშესაწყობად და ახალი ტალანტების აღმოსაჩენად.