სსიპ-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ქვეყნისა და შიდა ქართლის რეგიონის ინტერესების გათვალისწინებით:

  • ახორციელებს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, დემოკრატიული და მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე სპეციალისტების მომზადებაზე ორიენტირებულ სამივე საფეხურის აკადემიურ და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით.
  • უზრუნველყოფს პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის წარმართვას აკადემიური თავისუფლებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.
  • უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრების პიროვნული პოტენციალის რეალიზებასა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას;
  • ახორციელებს საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობას, მათ შორის უწყვეტი განათლების პროგრამებისა და მომსახურებების, სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი აქტივობებისა და სოციალური პროექტების შეთავაზებით.
  • ავითარებს პარტნიორულ ურთიერთობებს ქვეყნისა და უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ხელს უწყობს სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების და პერსონალის მობილობას, მათ ჩართულობას ერთობლივ პროექტებში.

 

 

ღონისძიებები იხილეთ ყველა

Erasmus+ CBHE პროექტ „Re-Direction“-ის მესამე ტრანსნაციონალურ პარტნიორთა...

2026 წლის მაისში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საბერძნეთში, ათენის Metropolitan College-ში, სადაც მონაწილეობა მიიღეს Erasmus+...

03 ივნისი, 2026 სრულად ნახვა

სტუდენტური დღეები 2026-ის ფარგლებში შეხვედრა სახალხო არტისტსა და შოთა...

მიმდინარე წლის 2 ივნისს, „სტუდენტური დღეები 2026“-ის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ცნობილ ქართველ კინორეჟისორთან,...

02 ივნისი, 2026 სრულად ნახვა