კონკურსი ერასმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

11 მაისი,2023

  ცხადდება კონკურსი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.
სლუპსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):

  •  ბიზნეს ადმინისტრირება/მენეჯმენტი/ეკონომიკა
  •  საჯარო მმართველობა

მობილობის პერიოდი: 2023-24 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

  1. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის ინსტიტუციური ტესტირება (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (სლუპსკის უნივერსიტეტი)

სტიპენდია მოიცავს:

  1. სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლებას;
  2. ყოველთვიურ სტიპენდიას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით;
  3. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით.

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
   დაინტერესებულმა პირებმა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ( I კორპუსი, 214 აუდიტორია) რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 19 მაისის 17.00 საათისა და 22 მაისს მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ინგლისური ენის ინსტიტუციურ ტესტირებაში.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, მწერალ გიორგი სოსიაშვილის...

მიმდინარე წლის 29 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფის გასვლითი პროექტის ფარგლებში, გაიმართა მორიგი...

29 მაისი, 2023 სრულად ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გორში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები...

26 მაისი, 2023 სრულად ნახვა