პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია

10 მაისი,2023

სსიპ-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია

29 ივნისი, 2023

აპლიკაციის ფორმა


      გაცნობებთ, რომ 2023 წლის 29 ივნისს ჩატარდება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია ტარდება შემდეგი სექციების მიხედვით:
       ა) ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება და ტურიზმი;
       ბ) სოციალური მეცნიერებები, სამართალი და საჯარო მმართველობა;
       გ) ლიტერატურა;
       დ) ლინგვისტიკა;
       ე) ისტორია;
       ვ) განათლება;
       ზ) მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები;
       თ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სპორტი.
       კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტის პერსონალის წარმომადგენლებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 09 ივნისის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე goriuniversityconference@gmail.com უნდა წარმოადგინონ:
   ა) პირადი მონაცემების (აპლიკაციის) შევსებული ფორმა (აპლიკაციის ფორმა ჩამოტვირთეთ ვებგვერდიდან);
       ბ) სამეცნიერო ნაშრომი.
საკონფერენციო სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ ან უცხოურ (ინგლისურ, რუსულ ან გერმანულ) ენაზე Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით; ქართულენოვანი ნაშრომისათვის სავალდებულოა Sylfaen შრიფტის, ხოლო უცხოურენოვანი ნაშრომისათვის Times New Roman შრიფტის გამოყენება; შრიფტის ზომა 11 (გარდა სათაურისა, შრიფტის ზომა სათაურისთვის 12), ინტერვალი 1,5; გვერდის პარამეტრები: დაშორება ზემოდან, ქვემოდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან 2 სმ. ნაშრომს თან უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი და რეზიუმე ინგლისურ ენაზე; რეზიუმე უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 300 სიტყვას; ნაშრომის მოცულობა რეზიუმესა და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალის ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 10 ნაბეჭდ გვერდს.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, მწერალ გიორგი სოსიაშვილის...

მიმდინარე წლის 29 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფის გასვლითი პროექტის ფარგლებში, გაიმართა მორიგი...

29 მაისი, 2023 სრულად ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გორში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები...

26 მაისი, 2023 სრულად ნახვა