
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
10 მაისი,2023სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
27 ივნისი, 2023
გაცნობებთ, რომ 2023 წლის 27 ივნისს ჩატარდება სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
კონფერენცია ტარდება შემდეგი სექციების მიხედვით:
ა) ისტორია;
ბ) ქართული ენა;
გ) ქართული ლიტერატურა;
დ) უცხოური ენა და ლიტერატურა;
ე) განათლება;
ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათემატიკა;
ზ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სპორტი;
თ) ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება;
ი) ტურიზმი;
კ) სოციალური მეცნიერებანი;
ლ) სამართალი და საჯარო მმართველობა.
კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიულ სტუდენტებსა და მასწავლებლის მომზადების (60 კრედიტიან) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს.
ერთ მოხსენებას შესაძლებელია ჰყავდეს ორი ან მეტი ავტორი.
სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების (60 კრედიტიან) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სამეცნიერო ნაშრომის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის აკადემიური/მასწავლებელთა პერსონალის წარმომადგენელი ან მოწვეული სპეციალისტი.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 09 ივნისის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე goriuniversityconference@gmail.com უნდა წარმოადგინონ:
ა) პირადი მონაცემების (აპლიკაციის) შევსებული ფორმა (აპლიკაციის ფორმა ჩამოტვირთეთ ვებგვერდიდან);
ბ) სამეცნიერო ნაშრომის თეზისი.
საკონფერენციო სამეცნიერო ნაშრომის თეზისი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგი მოთხოვნების დაცვით: თეზისი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ ან უცხოურ (ინგლისურ, გერმანულ ან რუსულ) ენაზე Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით; სავალდებულოა Sylfaen შრიფტის გამოყენება; შრიფტის ზომა 11 (გარდა სათაურისა, შრიფტის ზომა სათაურისთვის 12), ინტერვალი 1,5; გვერდის პარამეტრები: დაშორება ზემოდან, ქვემოდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან 2 სმ.; თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 1 ნაბეჭდ გვერდს.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს/პროფესიულ სტუდენტებს/მასწავლებლის მომზადების (60 კრედიტიან) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს გადაეცემათ სათანადო სიგელები.