ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა

26 ნოემბერი,2021

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი. მან ისაუბრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნასა და ფრანგული ენის შემსწავლელი კურსების დაწყებაზე, ქალაქისა და რეგიონის მასშტაბით ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციასა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ, რომელთა განხორციელება უნივერსიტეტსა და რეგიონს ფრანკოფონულ სამყაროსთან დაახლოების საშუალებას მისცემს.

სტუმრებს ასევე მიესალმა ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ყოფილი დესპანი, ბატონი გოჩა ჯავახიშვილი, რომელმაც ისაუბრა ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა რეგიონის ახალგაზრდობისთვის ფრანკოფონულ სამყაროსთან დაახლოებისთვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელლები, ქალბატონი ნათია მსხალაძე და საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე, ქალბატონი ნასტასია დომპსი, რომელთაც გააკეთეს პრეზენტაცია სასტიპენდიო პროგრამების შესახებ საფრანგეთის რესპუბლიკაში.

შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ვიზიტის დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა შეხვედრა გამართეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ გიორგი სოსიაშვილთან, სადაც განიხილეს ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის მიერ განსახორციელებელი სამომავლო აქტივობები.

ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის ხელძღვანელის, ბატონ გოჩა ჯავახიშვილის ძალისხმევით უნივერსიტეტის მდიდარ ბიბლიოთეკას უკვე ფრანგულენოვანი წიგნებიც შეემატა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან

მიმდინარე წლის 11 აპრილს გორის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დავით კვერნაძე შეხვდნენ...

11 აპრილი, 2024 სრულად ნახვა

ტრენინგი, თემაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონით...

მიმდინარე წლის 10 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკის ორგანიზებით, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის...

11 აპრილი, 2024 სრულად ნახვა