გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები გერმანიის ქალაქ კარლსრუეში

02 აპრილი,2025

2025 წლის 20-21 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გერმანიის ქალაქ კარლსრუეში, სადაც მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ CBHE პროექტ “Re-Direction”-ის პარტნიორთა ტრანსნაციონალურ შეხვედრაში (TPM).
 გორის უნივერსიტეტიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ანა ჩოჩია.
 შეხვედრას მასპინძლობდა Karlshochschule International University.
 პროექტის გახსნის ცერემონია გაიმართა კარლსრუეს ქალაქის საბჭოში, სადაც დამსწრეებს სიტყვით მიმართეს: ქალაქ კარლსრუეს მერმა, Karlshochschule International University-ის პრეზიდენტმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ფუნქციათა შემსრულებელმა, ქალბატონმა მაია შუხოშვილმა.
 ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს, უკრაინის, გერმანიისა და საბერძნეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
 პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

თანამშრომლობის მემორანდუმი

სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის...

01 მაისი, 2026 სრულად ნახვა

სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება

მიმდინარე წლის 27 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

27 აპრილი, 2026 სრულად ნახვა