ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“
29 მაისი,2014მიმდიმარე წლის 29 მაისს გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში „სტუდენტური დღეების“ ფარგლებში გაიმართა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“. თამაში ორ ტურად ჩატარდა, მასში მონაწილეობას იღებდა სამივე ფაკულტეტის შვიდი გუნდი. გაიმარჯვა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის გუნდმა „ნიკემ“. გამარჯვებულ გუნდს და გუნდის კაპიტანს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.