კლასიკური მუსიკის კონცერტი
02 ივნისი,20142 ივნისს გორის უნივერსიტეტში განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით, „სტუდენტური დღეების“ ფარგლებში, კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები, ტენორი პაულო ლევანტი და პიანისტი ირმა გიგანი, კომპოზიტორი მზია დავითაშვილი, პროფესორი რევაზ სულავა, მაყვალა ხორბალაძე-ლაშქარაშვილი, ელგუჯა ძაგნიძე, გიორგი მჭედლიშვილი, ასევე - გორის კამერული გუნდი.
კონცერტის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს და სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.