კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება და „სტუდენტური დღეები 2018“-ის დახურვის ცერემონია

27 ივლისი,2018

27 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება და „სტუდენტური დღეები 2018“-ის დახურვის ცერემონია გაიმართა. სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცეს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა; საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ალექსანდრე თევზაძემ; გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ; გორის მერმა, ბატონმა კონსტანტინე თავზარაშვილმა; დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ; გორის საგანამანთლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნანა ტერმაკოზაშვილმა; სოციალურ მეცნერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა; განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დავით ჩოჩიშვილმა; ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
ღონისძიებაზე რექტორმა მადლობის სიგელები გადასცა სხვადასხვა წრეების ხელმძღვანელებს და აქტიურ სტუდენტებს.
2017-2018 სასწავლო წელს გორის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები დაასრულა 320 სტუდენტმა.
ღონისძიება დასრულდა გორის უნივერსიტეტის ბენდის კონცერტით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან

მიმდინარე წლის 11 აპრილს გორის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დავით კვერნაძე შეხვდნენ...

11 აპრილი, 2024 სრულად ნახვა

ტრენინგი, თემაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონით...

მიმდინარე წლის 10 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკის ორგანიზებით, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის...

11 აპრილი, 2024 სრულად ნახვა