ლიტერატურულ-იმპროვიზაციული კონკურსი
21 ივნისი,20142014 წლის 21 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ლიტერატურულ-იმპროვიზაციული კონკურსი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გორის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა.
აპლიკაციების მიხედვით შერჩეულმა მონაწილეებმა ჟიურის მიერ მიწოდებულ ფრაზაზე სამი საათის განმავლობაში ადგილზე შექმნეს ნაწარმოებები.
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები და მონაწილენი „სტუდენტური დღეები 2014-ის“ საზეიმო დახურვის ცერემონიაზე დაჯილდოვდებიან. ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ნაწარმოები დაიბეჭდება გორის უნივერსიტეტის ჟურნალში.