მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას საჯარო ლექცია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

26 ივნისი,2014

2014 წლის 26 ივნისს გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში ქართული კულტურის კვლევის ცენტრის ინიციატივით გორი-ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ეკლესია და ზნეობრივი ცხოვრება“.

მეუფემ ვრცლად ისაუბრა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ქართული სახელმწიფოს ფორმირებისა და შენარჩუნების საქმეში, ეკლესიის როლზე ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარების თვალსაზრისით, საზოგადოების ზნეობრივ და ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებსა და დღევანდელ პრობლემებზე, ხაზი გაუსვა ეკლესიური ცხოვრების აუცილებლობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, გორი-ატენის ეპარქიის სასულიერო პირები და საზოგადოების  წარმომადგენლები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა