მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი

28 ივნისი,2022

2022 წლის მაის-ივნისში მიმდინარეობდა მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი - „სიცილის ლიგა“.

ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა საქართველოს მაშტაბით 17 სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ქალაქის გუნდი. მათ შორის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი "კეხურა", რომელმაც წარმატებით გადალახა ყველა ეტაპი და გავიდა ფინალში. საბოლოოდ კი „კეხურამ“ 2022 წლის „სიცილის ლიგის“ ვიცეჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა.

გორის უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარს ვულოცავთ „კეხურას“ ვიცეჩემპიონობას, ხოლო გუნდს ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

გორის უნივერსიტეტის სახელით მადლობას ვუხდით ტვ „იმედის“ ტელეწამყვან გიორგი გასვიანს და ჩვენს საამაყო სპორტსმენს, ნინო ოძელაშვილს გაწეული დახმარებისა და გულშემატკივრობისთვის.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

უნივერსიტეტის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს საქართველოსთვის დაღუპული...

2008 წლის საომარი მოქმედებებიდან 14 წლისთავზე, 8 აგვისტოს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რეტორის მოადგილემ და...

08 აგვისტო, 2022 სრულად ნახვა

მეხუთე საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო სკოლა

მიმდინარე წლის 24 – 30 ივლისს გორის უნივერსიტეტში რიგით მეხუთე საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო სკოლა მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ...

31 ივლისი, 2022 სრულად ნახვა