ონლაინ შეხვედრა საქართველოს ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით

24 ნოემბერი,2021

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი განაგრძობს მზადებას საქართველოს ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით.
მიმდინარე წლის 24 ნოემბერს zoom.us-ის პლატფორმით მოეწყო ონლაინ შეხვედრა პროგრამის კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ - მიხეილ წერეთელმა, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ - მირიან ხოსიტაშვილმა, საქართველოს პარლამენტის კვლევითი სამსახურის, არქივის გამგემ - ირაკლი იაკობაშვილმა, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამომცემლო-სარედაქციო განყოფილების უფროსმა შალვა გლოველმა, შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი მუზეუმებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა: ლია ოქროპირიძემ, რობერტ მაღლაკელიძემ, ბადრი გასპაროვმა, თამილა კოშორიძემ, საჯარო სკოლების დირექტორებმა: თამარ სამსონაშვილმა, რუსუდან ლომიძემ, გიორგი ბერძნიშვილმა და ა. შ.
შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს თანამშრომლობისათვის და ხაზი გაუსვა სადოქტორო პროგრამის მნიშვნელობას, არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ მთლიანი რეგიონისათვის.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: ბატონმა რობერტი მაღლაკელიძემ, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსმა, რომელმაც დააყენა საქმიანი წინადადება კონკრეტული სასწავლო კურსის ფორმულირებასთან დაკავშირებით. ქალბატონმა თეონა იაშვილმა, ბატონებმა: მიხეილ წერეთელმა, მირიან ხოსიტაშვილმა მზადყოფნა გამოთქვეს თანამშრომლობისათვის და აღნიშნეს, რომ ისეთი დიდი ტრადიციების უმაღლესი სასწავლებლისათვის, როგორიცაა გორის უნივერსიტეტი, სწავლების მესამე საფეხურის განხორციელება აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სემინარი-ვორქშოფი

2022 წლის 27 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ორგანიზებით გაიმართა პრაქტიკული სემინარი-ვორქშოფი...

27 იანვარი, 2022 სრულად ნახვა

ვებინარი

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს...

25 იანვარი, 2022 სრულად ნახვა