პირველი ფორუმი -,,პროფესიული უნარები მშენებლობისთვის - მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“
23 მაისი,201423 მაისს თბილისში, ,,ექსპო ჯორჯია III” პავილიონში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა თანამშრომლობის პირველი ფორუმი -,,პროფესიული უნარები მშენებლობისთვის - მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“. ფორუმში მონაწილეობდნენ: მშენებლობაში კერძო სექტორის წარმომადგენლები, სამშენებლო კომპანიები, სამშენებლო ლოჯისტიკის წარმომადგენლები, მცირე და პატარა ჰესების მშენებლები, სამშენებლო გამოფენების ორგანიზატორები, საგანმანათლებლო დაწესებულებების (პროფესიული კოლეჯები და უნივერსტეტები) წარმომადგენლები, სამშენებლო ფედერაციები, დამსაქმებელთა ასოციაციები, სამშენებლო ორგანიზაციები, ექსპერტები,საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფორუმის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული გორის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამები.


