პროექტის - „ჩვენ ვაზროვნებთ“ გამარჯვებულებთა დაჯილდოება

05 ივნისი,2014

2014 წლის 4 ივნისს  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის - „ჩვენ ვაზროვნებთ“ გამარჯვებულებთა დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გამარჯვებულ მოსწავლეთა მშობლები და  მათემატიკის მასწავლებლები.

I ადგილი დაიკავა გორის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიკა გოგიშვილმა, II ადგილი - გორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ანა ცერაძემ, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა გორის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ხარშილაძე.

პროექტის ორგანიზატორი იყო გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მათემატიკის სპეციალობის სწავლების IV წლის სტუდენტი მერი ტერუნაშვილი.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა  გიორგი სოსიაშვილმა  სამახსოვრო საჩუქრები გადასცა როგორც პროექტის გამარჯვებულებს, ასევე მათს მათემატიკის მასწავლებლებს; უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრის სახელით პროფესორმა მალხაზ მუმლაძემ მოსწავლეები ფლეშ-მეხსიერების ბარათებით დააჯილდოვა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა