პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის ვრცელი მონოგრაფია

23 ივლისი,2019

გამოიცა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის ვრცელი მონოგრაფია „ცხინვალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921)“. წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს. მისი მიზანია მკითხველს უჩვენოს საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქის - ცხინვალის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში. ყურადღება გამახვილებულია 1918 – 1921 წლების საქართველოს ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნებულ იმ მასალებზე, რომლებიც ასახავს ამ პერიოდის ცხინვალის საგანმანათლებლო, ეკონომიკურ, სამხედრო და რელიგიურ მდგომარეობას.
ქართულ - ოსური ეთნიკური დაპირისპირების სოციალურ - პოლიტიკური ორიენტირების ჩვენება გადაწყვეტილია ისეთი თემების გაშლით, როგორებიცაა: კონფლიქტის მოკლე ისტორია, დამოუკიდებლობის რუბიკონთან, მითები ოსთა გენოციდის შესახებ, დემოკრატიული ღირებულებებისკენ სწრაფვა და ოსთა აჯანყებების გაკვეთილები.
ტექსტზე მუშაობისას გამოყენებულია, საკითხთან დაკავშირებული, არაერთი უცნობი მასალა, რაც უფრო თვალსაჩინოს ხდის წარმოდგენილ საკითხს.
იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით ცხინვალი შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილია, ნაშრომი კიდევ უფრო საინტერესო და აქტუალური ხდება.
წიგნის რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის

2024 წლის 17 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, თემაზე „ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები და...

17 აპრილი, 2024 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის

მიმდინარე წლის 16 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, თემაზე: "სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი...

16 აპრილი, 2024 სრულად ნახვა