პროფესორ გიორგი სოსიაშვილის რომანის ,,გოდების კედელი“ პრეზენტაცია

16 ივნისი,2021

მიმდინარე წლის 16 ივნისს, ღია სივრცეში - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსის მიმდებარე სკვერში, გაიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის რომანის ,,გოდების კედელი“ პრეზენტაცია. აღსანიშნავია, რომ რომანის ორტომეული გასულ წელს დაიბეჭდა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ვინაიდან ორტომეულის გამოცემა ეპიდ. ვითარების პროცესს დაემთხვა, წიგნის პრეზენტაციის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა, საბოლოოდ კი, რეგულაციების სრული დაცვით უაღრესად სასიამოვნო გარემოში წარიმართა. ღონისძიებას უძღვებოდა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე და პოეტი, გიორგი ხორბალაძე. წიგნის შესახებ ისაუბრეს რომანის რედაქტორმა, ლიტერატურათმცოდნემ, ფილოლოგიის დოქტორმა თამარ გელიტაშვილმა, კულტურის მინისტრის მრჩეველმა, გორის უნივერსიტეტის პროფესორმა და პუბლიცისტმა იოსებ ჭუმბურიძემ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა - ქალბატონმა მექა ხანგოშვილმა, ყურადღება გაამახვილა რომანის უდიდეს მნიშვნელობაზე, მან მადლობა გადაუხადა ავტორს და დაანონსა, რომ უახლოეს პერიოდში რომანის პრეზენტაცია აუცილებლად გაიმართება პანკისის ხეობაშიც. რომანისა და ზოგადად გიორგი სოსიაშვილის შემოქმედების შესახებ ისაუბრეს: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა, ბატონმა შალვა კირთაძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბატონმა მურად მთვარელიძემ, გორის უნივერსიტეტის პროფესორებმა, ქალბატონმა მარინა ცერცვაძემ და ბატონმა ელდარ მამისთვალიშვილმა. დამსწრეთა თხოვნით, ავტორმა ისაუბრა რომანის შექმნის წინაპირობებსა და მუშაობის პროცესზე. პრეზენტაციის დასასრულს კი, ბატონმა გიორგი ხორბალაძემ, მწერლის მოთხრობების ახალი კრებული - ,,ჩრდილების თეატრი" წარუდგინა საზოგადოებას და აღნიშნა, რომ კრებულში შესული მოთხრობები გამოირჩევა განსაკუთრებული, სრულიად ორიგინალური სიუჟეტებით, რის შემდეგაც, კრებული საჩუქრად გადაეცათ ღონისძიებაზე მყოფ სტუდენტებსა და მაგისტრანტებს. პრეზენტაცია მუსიკალურად გააფორმა გორის უნივერსიტეტის ბენდმა „კანუდოსმა“.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სერტიფიკატების გადაცემა

მიმდინარე წლის 02 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს გადაეცათ პროექტში

02 აგვისტო, 2021 სრულად ნახვა

სამაგისტრო საკვალიფიკაციო დაცვები

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამაგისტრო საკვალიფიკაციო დაცვები მიმდინარეობს. 28 ივლისს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის...

01 აგვისტო, 2021 სრულად ნახვა