პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია

30 ივნისი,2025

2025 წლის 30 ივნისს ჩატარდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა უნივერსიტეტის 90 წლის საიუბილეო თარიღს.
გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში კონფერენციის მონაწილეებს მიულოცა უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღი და უსურვა შემდგომი წარმატებები სამეცნიერო ცხოვრებაში.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ციური დურული, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი და ამავე სამსახურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გიორგი ყაზიშვილი.
კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი მოხსენებები გადანაწილდა შემდეგ სექციებში:
ლიტერატურა;
ლინგვისტიკა;
ისტორია;
განათლება;
მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სპორტი;
ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება და ტურიზმი;
სოციალური მეცნიერებები, სამართალი და საჯარო მმართველობა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

თანამშრომლობის მემორანდუმი

სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის...

01 მაისი, 2026 სრულად ნახვა

სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება

მიმდინარე წლის 27 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

27 აპრილი, 2026 სრულად ნახვა