რექტორის შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფალკულტეტის სტუდენტებთან
25 თებერვალი,2026მიმდინარე წლის 25 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა შეხვედრა გამართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან, სადაც განიხილა უნივერსიტეტის ჩართულობით განხორციელებული პროექტი „ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული წყაროები საქართველოს შესახებ“.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ის წარმოადგენს პროექტის „ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების სამეცნიერო კვლევა“ ლოგიკურ გაგრძელებას, რომელიც ითვალისწინებს ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს არქივში დაცული შვიდტომეულის წყაროების აღწერას, თარგმნასა და გამოცემას წყაროების კორპუსის სახით.
პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა სტუდენტს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ ისინი აქტიურად ჩაერთვებიან პროექტით გათვალისწინებულ სამეცნიერო და სასწავლო აქტივობებში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. ქეთევან ბარბაქაძე.