საახალწლო კონცერტი

27 დეკემბერი,2019

2019 წლის 27 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საახალწლო კონცერტი. კონცერტში მონაწილეობდნენ გორის უნივერსიტეტის შემოქმედებით ცენტრებში ჩართული სტუდენტები.
ღონისძიება გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც სტუდენტებს და კონცერტის მონაწილეებს მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი, მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. სტუდენტებს ასევე მიესალმა და წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხორბალაძემ. კონცერტის დროს მაყურებლებისთვის გათამაშდა პრიზები.
საახალწო ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ონლაინ შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან

მიმდინარე წლის 23 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ონლაინ შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის აკადემიურ...

23 მარტი, 2020 სრულად ნახვა

შეხვედრა აბიტურიენტებთან

გორის სახელმწიფო საწავლო უნივერსიტეტში 28 თებერვალს გაიმართა მორიგი შეხვედრა აბიტურიენტებთან.შეხვედრა გახსნა და პრეზენტაციას წარუძღვა გორის უნივერსიტეტის...

28 თებერვალი, 2020 სრულად ნახვა