საჯარო ლექცია თემაზე: „ხატის სახისმეტყველება“
19 ივნისი,20142014 წლის 19 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ნანა ბურჭულაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ხატის სახისმეტყველება“.
სტუმარმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დაცულ უძველეს ხატებზე, განმარტა თითოეული ხატის სახელწოდება, მოხატულობა და უნიკალურ ფერთა შეხამება.
შეხვედრას ესწრებოდნენ: გორი-ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია, გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.