საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის

23 ივლისი,2024

2024 წლის 22-27 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის, სადაც მონაწილეობას იღებენ ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი), რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის (თურქეთი) მასარიკის უნივერსიტეტისა (ჩეხეთის რესპუბლიკა) და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
საზაფხულო სკოლის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის აკადემიურ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს.
ღონისძიება გახსნა და სტუდენტებს შეხვდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც ისაუბრა საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ისტორიასა და მნიშვნელობაზე.
პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების ციკლი დაიწყო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატის, გიორგი სოსიაშვილის ლექციით. საუბარი შეეხო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის “ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების სამეცნიერო კვლევა” ფარგლებში აღმოჩენილ დოკუმენტებს, რომელიც ეხება საქართველოს საგარეო ურთიერთობებს დასავლეთთან.
როგრამის მიხედვით დაგეგმილია ქალაქის ღირსშესანიშნაობების, ეთნოგრაფიული მუზეუმისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დათვალიერება, ასევე სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებეთი აქტივობები.
პროექტი ხორციელდება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ყიფიანის სახელობის საინიციატივო საზოგადოების აქტივობების ფარგლებში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე „ევროკავშირის...

2025 წლის 25 აპრილს, ერასმუს+ პროგრამის ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მნიშვნელოვან ტრენინგს, რომელიც ეძღვნებოდა...

25 აპრილი, 2025 სრულად ნახვა

უნივერსიადა 2025 • მორიგი გამარჯვება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს!

2025 წლის 24 აპრილს, „უნივერსიადა 2025-ის“ ფარგლებში გამართულ სტუდენტურ ფუტსალის ჩემპიონატში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გორის სახელმწიფო...

24 აპრილი, 2025 სრულად ნახვა