სამეცნიერო კონფერენცია

27 სექტემბერი,2024

2024 წლის 27 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ მეცნიერებათა ფესტივალის „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლების ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით კვერნაძემ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ.

კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი გახლდათ 69 ავტორის/თანაავტორის მოხსენება შემდეგ სექციებში: „განათლება“, „ბუნებისმეტყველება“, „სპორტი“, „ქართული ენა და ლიტერატურა“, „უცხოური ენა და ლიტერატურა“, „ისტორია“.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის 27 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ მეცნიერებათა...

27 სექტემბერი, 2024 სრულად ნახვა

მეცნიერების ფესტივალი

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ...

26 სექტემბერი, 2024 სრულად ნახვა