სამუშაო შეხვედრა

06 ივლისი,2020

2020 წლის 04 ივლისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ღია სივრცეში "ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის სკოლის" მონაწილე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილოებით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებს შეხვდნენ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილების პროექტების კოორდინატორი ქ-ნი მაია კალმახელიძე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - გორის საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელი ქ-ნი ნანა ტერმაკოზაშვილი
მოწვეულმა სტუმრებმა შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს გაუზიარეს თავიანთი გამცდილება პროექტების მართვის კუთხით და განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის გზები. თავის მხრივ, სტუდენტებმაც გააცნეს მომხსენებლებს, მათ მიერ დაგეგმილი პროექტები.

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის პროექტი “სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობის გზით” ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ომში დაღუპულ მეომრების ხსოვნა

2008 წლის საომარი მოქმედებებიდან 12 წლისთავზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს...

08 აგვისტო, 2020 სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება.შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის...

05 აგვისტო, 2020 სრულად ნახვა