შეხვედრა განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან
17 ივნისი,2014
მიმდინარე წლის 17 ივნისს სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი შეხვდნენ განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს. რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა სტუდენტებს გააცნო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უახლესი გეგმები, რომლებიც სასწავლო პროცესის კიდევ უფრო დახვეწისკენაა მიმართული, სთხოვა სტუდენტებს, გამოეთქვათ თავიანთი აზრი უნივერსიტეტში სასწავლო პროცესისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ. შეხვედრისას გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი, სტუდენტებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები სასწავლო პროცესის, დაგეგმილი ღონისძიებებისა და სხვა საუნივერსიტეტო აქტივობების შესახებ.