შეხვედრა ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებთან
18 ივნისი,2014მიმდინარე წლის 18 ივნისს სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე შეხვდნენ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებს. რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა სტუდენტებს გააცნო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უახლესი გეგმები, რომლებიც სასწავლო პროცესის კიდევ უფრო დახვეწისკენაა მიმართული, სთხოვა სტუდენტებს, გამოეთქვათ თავიანთი აზრი უნივერსიტეტში სასწავლო პროცესისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ. სტუდენტებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები სასწავლო პროცესის, დაგეგმილი ღონისძიებებისა და სხვა საუნივერსიტეტო აქტივობების შესახებ.