შოთა ქურდაძის საიუბილეო საღამო
20 მაისი,20142014 წლის 20 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ემერიტუს შოთა ქურდაძის საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამო გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა იუბილარის დამსახურების შესახებ. ნაჩვენები იყო შოთა ქურდაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი. იუბილარს მიულოცეს: რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, გორის უნივერსიტეტის პროფესორებმა: ვიანორ ახალაიამ, ქეთევან ბარბაქაძემ, პაატა ქურდაძემ, ელდარ მამისთვალიშვილმა, გედეონ ხელაიამ, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ზურაბ ქარელმა, გორის უნივერსიტეტის მასწავლებლებმა: ზურაბ ოქროპირიძემ, მურად მთვარელიძემ, მწერლებმა: ჯემალ ინჯიამ, ზაურ წაქაძემ, დოქტორმა ალექსანდრე ხელაიამ, პედაგოგმა მედეა გუდაძემ.

















