თანამშრომლობის მემორანდუმი

28 ივლისი,2021

UNICEF-სა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
2021 წლის 28 ივლისს გორის უნივერსიტეტს საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დოქტორი ღასან ხალილი ეწვია.
გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი სტუმარს ესაუბრა უნივერსიტეტის მისიასა და როლზე, ბოლო წლებში გორის უნივერსიტეტში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე.
საუბარი შეეხო UNICEF-თან თანამშრომლობის ისტორიას, ასევე ცენტრის სამომავლო საქმიანობის ძირითად ასპექტებს.
ამის შემდგომ, UNICEF-სა და გორის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია ბავშვთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობა და დაცვა, უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის დაფუძნებისა და გაძლიერების გზით. მხარეები გეგმავენ ბავშვთა უფლებების მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების გამართვას.
შეხვედრის ბოლოს, გორის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგ სოსიაშვილმა, საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბატონმა ღასან ხალილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბატონმა აბიკო (აბელ) აბესაძემ დაათვალიერეს ბავშვთა უფლებების კაბინეტი, რომლის სრული ტექნიკური („ჭკვიანი დაფა“, კომპიუტერები და ა.შ.) მოწყობა და შესაბამისი ლიტერატურით უზრუნველყოფა UNICEF-მა განახორციელა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა ვაქცინაციასთან დაკავშირებით

2021 წლის 20 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის...

20 აგვისტო, 2021 სრულად ნახვა

შეხვედრა კურსდამთავრებულებთან

მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გორის უნივერსიტეტის ჩონლაინ რეჟიმში შეხვდა, სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის რექტორმა,...

20 აგვისტო, 2021 სრულად ნახვა