უნივერსიტეტის დელეგაცია რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში

28 ივნისი,2022

მიმდინარე წლის 27 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის პროფესორ გიორგი სოსიაშვილის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის, ბატონ ზურაბ ზურაბაშვილის შემადგენლობით რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ურთიერთთანამშომლობის განვითარების პერსპექტივებზე, ისეთ მიმართულებით, როგორიცაა ერთობლივი საბაკალავრო, სამაგისტრო და მოკლევადიანი პროგრამების განხორციელება.
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა მასპინძელი უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ალესანდრო კაფორიოს წარუდგინა ხედვა მოკლევადიანი ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამების განხოციელების შესახებ, ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჯარო მმართველობა, ფსიქოლოგია, ბიზნეს-ადმინისტრირება და ტურიზმი.
მიმდინარე წლის ზაფხულს მხარეებს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ახალი სასწავლო წლიდან გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამებს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

უნივერსიტეტის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს საქართველოსთვის დაღუპული...

2008 წლის საომარი მოქმედებებიდან 14 წლისთავზე, 8 აგვისტოს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რეტორის მოადგილემ და...

08 აგვისტო, 2022 სრულად ნახვა

მეხუთე საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო სკოლა

მიმდინარე წლის 24 – 30 ივლისს გორის უნივერსიტეტში რიგით მეხუთე საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო სკოლა მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ...

31 ივლისი, 2022 სრულად ნახვა