ორმხრივი მობილობის გაცვლითი პროექტი სტუდენტების და აკადემიური პერსონალისთვის

11 ივნისი,2021

ერასმუს+-ის ჩარჩოებში დამტკიცდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ოპოლეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის (პოლონეთი), ორმხრივი მობილობის გაცვლითი პროექტი (2021-2023).

პროექტის ფარგლებში გორის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალება მიეცემათ პოლონეთის ოპოლეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში განახორციელონ მობილობა შემდეგ მიმართულებებზე:

• ბიზნეს ადმინისტრირება/მენეჯმენტი
• ეკონომიკა

აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სასწავლო პროგრამა 8 საათიანი დატვირთვით,
რომელიც შეთანხმდება კაზიმირ დიდის უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტთან.
აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა 17 ნოემბერი, 2021.
ინფორმაცია, კურსებისა და დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ ლინკზე: https://www.po.opole.pl/lang/en/
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

26 ნოემბერი, 2021 სრულად ნახვა

ონლაინ შეხვედრა საქართველოს ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის...

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი განაგრძობს მზადებას საქართველოს ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით.მიმდინარე წლის 24 ნოემბერს...

24 ნოემბერი, 2021 სრულად ნახვა