პროექტის შესახებ

 

ისტორიული სამაჩაბლოს კვლევა ყოველთვის იყო ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი, მაგრამ მისადმი ინტერესი და აქტუალობა განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შემდეგ გაიზარდა, რამდენადაც ამ ძირძველ ქართულ ტერიტორიებზე შეგნებულად და მიზანმიმართულად მიმდინარეობს ყოველივე ქართული კვალის (ტოპონიმები, ჰიდრონიმების, ოიკონიმების, ეკლესიამონასტრების და სხვა მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების) წაშლა.
პროექტის "შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ისტორიული რეპრეზენტაცია (დიდი ლიახვის ხეობა)" ფარგლებში მეცნიერულად იქნება შესწავლილი და წარმოდგენილი შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი უძველესი სათავადოს სოციალ-ეკონომიკური ბუნება და მისი პოლიტიკური ისტორია. მრავალრიცხოვან საარქივო დოკუმენტებზე, მოსახლეობის აღწერებზე, ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურაზე დაყრდნობით გაანალიზდება სათავადოს მოსახლეობის დემოგრაფიული, ეთნიკური, თუ რელიგიური ცვლილებები და მისი გამომწვევი მიზეზები. რუსული ხელისუფლების ინტერესი და მიზანმიმართული ღონისძიებანი ხსენებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის თანდათანობით შემცირებისა და საბოლოოდ მოშლისაკენ.
მცოცავი ოკუპაციის პირობებში ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, თუ ვინ ცხოვრობდა ამ ტერიტორიებზე საუკუნეების განმავლობაში, როდესაც თანამედროვე ოსი და რუსი ავტორები ცდილობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველგვარი ქართული კვალის წაშლას, დიდი ლიახვის ხეობის შესწავლას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. კვლევის მიზანია მეცნიერულად შესწავლა და წარმოდგენა შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი უძველესი სათავადოს სოციალ-ეკონომიკური ბუნების და მისი პოლიტიკური ისტორიის. მრავალრიცხოვან საარქივო დოკუმენტებზე, მოსახლეობის აღწერებზე, ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურაზე დაყრდნობით გაანალიზდება სათავადოს მოსახლეობის დემოგრაფიული, ეთნიკური, თუ რელიგიური ცვლილებები და მისი გამომწვევი მიზეზები. რუსული ხელისუფლების ინტერესი და მიზანმიმართული ღონისძიებანი ხსენებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის თანდათანობით შემცირებისა და საბოლოოდ მოშლისაკენ.
პროექტის მიზნების მისაღწევად შემუშავებულ იქნა შემდეგი ამოცანები:
1. საარქივო დოკუმენტებზე, ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურაზე დაყრდნობით დიდი ლიახვის ხეობის სოციალურ-ეკონომიკური ბუნების შესწავლა;
2. საარქივო დოკუმენტებზე, ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურაზე დაყრდნობით დიდი ლიახვის ხეობის პოლიტიკური ისტორიის შესწავლა;
3. საარქივო დოკუმენტების, ისტორიულ წყაროებსსა და ლიტერატურის ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაციის მეცნიერულად დამუშავება და პროექტის ფარგლებში გამოქვეყნება მონოგრაფიის (სამაჩაბლოს ისტორია) სახით.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სერტიფიკატების გადაცემა

მიმდინარე წლის 02 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს გადაეცათ პროექტში

02 აგვისტო, 2021 სრულად ნახვა

სამაგისტრო საკვალიფიკაციო დაცვები

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამაგისტრო საკვალიფიკაციო დაცვები მიმდინარეობს. 28 ივლისს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის...

01 აგვისტო, 2021 სრულად ნახვა