სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

დანართი


სსიპ- გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

მუხლი 1. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვება

  1. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტის) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველს საქართველოს მოქალაქეებისათვის წარმოადგენს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. 

  2. მაგისტრატურის საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველს წარმოადგენს საერთო სამაგისტრო გამოცდების და შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგები.

  3. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველს წარმოადგენს მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტების შედეგები. 

  4. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის №124/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგნის გამოცდის ჩატარების წესით“ განსაზღვრული საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის შედეგები. 

  5. ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველს საქართველოს მოქალაქეებისათვის წარმოადგენს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები. 

  6. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირებს სტუდენტის სტატუსი მიენიჭებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვა

  1. უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 

  2. მობილობის წესით სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში მიმღები ფაკულტეტის წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილებით დგინდება სტუდენტის მიერ ათვისებული პროგრამისა და სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის თავსებადობა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი კრედიტების აღიარების წესით აღიარებული კრედიტების საფუძველზე განისაზღვრება სწავლის გაგრძელების დასაშვები ეტაპი; 

  3. უნივერსიტეტში მობილობის წესით სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში მისი სწავლის გადასახადი განისაზღვრება იმ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურით, რომელზეც იგი გააგრძელებს სწავლას.

მუხლი 3. შიდა მობილობა

  1. უნივერსიტეტის სტუდენტი უფლებამოსილია შიდა მობილობით შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა; 

  2. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს იმ პირსაც, რომელსაც შიდა მობილობის გამოცხადების მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი უნივერსიტეტში; 

  3. შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში; 

  4. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. 

  5. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში. 

  6. შიდა მობილობის გამოცხადებასთან ერთად უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განისაზღვრება ვაკანტური ადგილები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

  7. აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება შიდა მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.

  8. თუ ბოლო საკონკურსო ადგილზე ერთნაირი შედეგებით გასულია ორი ან მეტი სტუდენტი, ისინი საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების გადაჭარბებით.

  9. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები, აგრეთვე, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, შიდა მობილობით საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების რაოდენობის გადაჭარბებით.

  10. შიდა მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხორცილდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით.

  11. შიდა მობილობით სტუდენტის გადაყვანა ფორმდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.

  12. უნივერსიტეტში შიდა მობილობის წესით სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში მისი სწავლის გადასახადი განისაზღვრება იმ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურით, რომელზეც იგი გააგრძელებს სწავლას.

მუხლი 4. სტუდენტის სტატუსის შეჩერება

1. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
ა) პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე);
ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა;
გ) ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სტუდენტის უუნარობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში;
დ) ორსულობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობა;
ე) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულაბაში სწავლა;
ვ) კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილ ვადაში პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა, თუ სტუდენტი არ გამოიყენებს ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებას.
2. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი, გარდა კანონდმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;

მუხლი 5. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ხუთ წელზე მეტი ხნით სტუდენტის სტატუსის შეჩერება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;
დ) უხეში დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ;
ე) შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით;
ვ) ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის, შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე;
ზ) გარდაცვალება;
თ) სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა;
ი) ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება.
2. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი დგება ბრძანების გამოცემიდან 12 თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით და გადავიდეს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
3. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა და შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, ეძლევა სათანადო მოწმობა.

მუხლი 6. სტუდენტის სტატუსის აღდგენა

  1. 2010 წლის 5 თებერვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს უნივერსიტეტს სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. 

  2. უნივერსიტეტიდან გარიცხული სტუდენტის აღდგენის შემთხვევაში, სწავლის გაგრძელების დასაშვები ეტაპი და სწავლის გადასახადი განისაზღვრება მობილობის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, სტუდენტის მიერ ამორიცხვამდე ათვისებული პროგრამის აკადემიური ცნობის საფუძველზე; 

  3. სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, იმ პირთათვის, რომელთაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი, სწავლის გაგრძელების დასაშვები ეტაპი და სწავლის გადასახადი განისაზღვრება მობილობის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, სტუდენტის მიერ სტატუსის შეჩერებამდე ათვისებული პროგრამის აკადემიური ცნობის საფუძველზე.

მუხლი 7. სტუდენტის სასწავლო დატვირთვა

  1. სასწავლო წელი შედგება შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებისაგან;

  2. სასწავლო წლის დაწყებამდე უნივერსიტეტის რექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს ადმინისტრაციული რეგისტრაციის, სააუდიტორიო მეცადინეობებისა და საგამოცდო პერიოდის ვადებს.

  3. სტუდენტის სასწავლო დატვირთვა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60-65 კრედიტს;

  4. უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ ერთი სემესტრის განმავლობაში ათვისებული კრედიტების ზღვრული მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 კრედიტს, ხოლო ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ათვისებული კრედიტების ზღვრული მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 75 კრედიტს.

მუხლი 8. აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია

  1. სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად უნივერსიტეტის სტუდენტი ყოველ სემესტრში ვალდებულია გაიაროს აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადებში.
  2. აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის სასწავლო კურსებზე დარეგისტრირებას და სასწავლო ხელშეკრულების გაფორმებას.
  3. სტუდენტი უფლებამოსილია სასწავლო ხელშეკრულების გაფორმებამდე გაიაროს კვალიფიციური კონსულტაცია ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში. სტუდენტს შეუძლია გამოიყენოს სასწავლო პროცესის მართვის სისტემა, რაც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული არჩევანის გამჭვირვალობას.
  4. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა გამოხატავს სტუდენტის მზაობას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში - აითვისოს სასწავლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტები და გულისხმობს სწავლის საფასურის სრულ ან ნაწილობრივ გადახდას უნივერსიტეტში დადგენილი წესების დაცვით.
  5. სტუდენტს უფლება აქვს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში მოითხოვოს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს გადახდილი თანხის დაბრუნების, ან მისი მომდევნო სემესტრებში გამოყენების მოთხოვნის უფლებას.
  6. აკადემიური რეგისტრაციის გაუქმების ან არჩეული საგნის შეცვლის მოთხოვნა დასაშვებია სასწავლო პროცესის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, რის შემდეგაც დაუშვებელია მომსახურების მიუღებლობის მოტივით გადახდილი თანხის დაბრუნების ან მისი მომდევნო სემესტრებში გადატანის მოთხოვნა;
  7. სტუდენტის თვითნებური მონაწილეობა სასწავლო პროცესში არ წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს მიღებული მომსახურების (შუალედური შეფასებების) აღიარება, თუ ეს სასწავლო კურსი არ არის ასახული სასწავლო ხელშეკრულებაში.

მუხლი 9. სწავლის სემესტრული გადასახადი

  1. უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასური საგანმანათლებლო პროგრამისა და სწავლების წლის მიხედვით განისაზღვრება, როგორც უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წლიური გადასახადის ნახევარი და იგი სტუდენტმა უნდა გადაიხადოს ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში; 

  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესიდან გამონაკლისი შესაძლოა დადგინდეს რექტორის ბრძანებით. 

  3. თუ სტუდენტის აკადემიური რეგისტრაციით (სასწავლო ხელშეკრულებით) გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა მოცემულ სემესტრში განსხვავდება 30 კრედიტისგან, სემესტრული გადასახადი დგინდება კრედიტის რაოდენობის და საგანმანათლებლო პროგრამის წლიური საფასურის საფუძველზე და განისაზღვრება თანაფარდობით:
    გადასახადი=(საგანმანათლებლო პროგრამის წლიური საფასური) / 60 x (კრედიტების რაოდენობა) 

  4. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტმა სახელმწიფო დაფინანსებასა და სწავლის რეალურ საფასურს შორის სემესტრული სხვაობა უნდა დაფაროს ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში;

  5. პირმა, რომელსაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, სტატუსის აღდგენის შემთხვევაში უნდა განაახლოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან. მისი სწავლის გადასახადი ასეთ შემთხვევაში განისაზღვრება იმ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურით, რომელზეც იგი გააგრძელებს სწავლას;

  6. უნივერსიტეტში მობილობის/შიდა მობილობის/აღდგენის წესით სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში მისი სწავლის გადასახადი განისაზღვრება იმ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურით, რომელზეც იგი გააგრძელებს სწავლას.

მუხლი 10. სწავლის ვადის გაგრძელება

  1. სტუდენტს, რომელმაც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოიპოვა შესაბამისი კვალიფიკაცია, უფლება ეძლევა სწავლის ვადის გაგრძელებისა და თვითდაფინანსების გზით დაასრულოს სასწავლო 

  2. პროგრამა.სწავლი ვადის გაგრძელების მიზნით სტუდენტი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში, შესაბამისი განცხადებით მიმართავს ფაკულტეტის დეკანს, რომელიც სტუდენტის მიერ ათვისებული პროგრამის აკადემიური ცნობის საფუძველზე განსაზღვრული სწავლის გაგრძელების დასაშვები ეტაპისა და დარჩენილი კრედიტების შესახებ მონაცემებს წარუდგენს რექტორს შესაბამისი ბრძანების გამოცემის მიზნით.

  3. სწავლის ვადის გაგრძელების შემთხვევაში სტუდენტის სწავლის გადასახადი განისაზღვრება იმ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურით, რომელზეც იგი გააგრძელებს სწავლას.

მუხლი 11. სემესტრული შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის ჩატარების წესი

1. სტუდენტი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ იმ სასწავლო კურსების სემესტრულ შუალედურ შეფასებებსა და დასკვნით გამოცდებში, რომელიც შეტანილია მის სასწავლო ხელშეკრულებაში.
2. სასწავლო კურსის სილაბუსში მიეთითება, თუ რომელ სასწავლო კვირაში ჩატარდება თითოეული შუალედური შეფასება და დასკვნითი გამოცდა.
3. შეფასების იმ კომპონენტთა კონკრეტულ თარიღებს, რომელსაც ატარებს უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი, განსაზღვრავს საგამოცდო ცენტრის უფროსი ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით, ხოლო შეფასების დანარჩენი კომპონენტების თარიღებს განსაზღვრავს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი.
4. დანიშნულ შუალედურ შეფასებაზე ან დასკვნით გამოცდაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით ან გამოცხადება და მისი მსვლელობისას აუდიტორიის დატოვება, სხვისი ნაშრომის ან დაუშვებელი ჩანაწერების (ე.წ. “შპარგალკა”) გამოყენება, აუდიტორიიდან გაძევება შინაგანაწესის დარღვევის გამო იწვევს შეფასების მოცემულ კომპონენტში 0 ქულით შეფასებას.
5. სემესტრული შუალედური შეფასების ან/და დასკვნითი გამოცდის შედეგი სტუდენტისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეფასების ან/და გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა.
6. სტუდენტს, რომელიც არ ეთანხმება შეფასების ან/და გამოცდის შედეგს, უფლებამოსილია, შეფასების ან/და გამოცდის შედეგის მიღებიდან არაუგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა დასაბუთებული საჩივრით მიმართოს ფაკულტეტის დეკანს და მოითხოვოს შედეგის გადასინჯვა. საჩივარი განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი უთითებს:
ა) პროცედურულ დარღვევებზე;
ბ) შეფასების დადგენილი სისტემის უგულვებელყოფაზე.
7. ფაკულტეტის დეკანის მიერ შექმნილი საპრეტენზიო კომისია საჩივრის მიღებიდან 2 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული უნდა იქნეს შესაბამისი სასწავლო კურსის პასუხისმგებელი ლექტორი. კომისიის სხდომაზე ასევე მოწვეული უნდა იქნენ ის სტუდენტი, რომელსაც შეტანილი აქვს საჩივარი, სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურის და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.
8. დაუშვებელია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების მომჩივანის საუარესოდ შეცვლა.
9. დანიშნული შუალედური შეფასების ან დასკვნითი გამოცდის საპატიო მიზეზით გადავადება მიმდინარე სემესტრის ფარგლებში შესაძლებელია ფაკულტეტის დეკანის განკარგულებით სტუდენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიაც უნდა მიეთითოს გადავადების საპატიო საფუძველი.
10. ძირითად და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ სტუდენტისათვის გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ძირითად და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფო ან უნივერსიტეტის ინტერესი, ან როდესაც დასტურდება გამოცდაზე გამოცხადების ფიზიკური შეუძლებლობა. გადაწყვეტილებას საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნის თაობაზე დეკანის წარდგინების საფუძველზე იღებს უნივერსიტეტის რექტორი.

მუხლი 12. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტის მიღწევების შეფასების წესი

უნივერსიტეტის სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება სასწავლო კომპონენტში ხორციელდება შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
1. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება პროგრამის თითოეულ სასწავლო კომპონენტში უნდა მოიცავდეს შუალედურ და დასკვნით შეფასებას.
2. შეფასების თითოეულ კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) უნდა განესაზღვროს რაოდენობრივი მაჩვენებელი (შესაძლებელია, გამოსახული იყოს პროცენტებში ან ქულებში) საბოლოო შეფასებაში და შესაბამისი ინფორმაცია უნდა აისახოს საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის სილაბუსში.
3. საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის შესაფასებლად გამოიყენება შეფასების მეთოდი – საშუალება/საშუალებები (ზეპირი/წერითი გამოცდა/გამოკითხვა, პროექტი, პორტფოლიო, ტესტი, ესსე, დემონსტრირება, პრეზენტაცია, დისკუსია, აუდიოვიზუალური ნაწარმოების წარმოდგენა, გამოფენა, სპექტაკლში მონაწილეობა/დადგმა, საკონცერტო შესრულება, პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა, კაზუსის ამოხსნა, იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა, ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE), ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა (OSPE) და სხვ);
4. შეფასების კრიტერიუმი წარმოადგენს შეფასების მეთოდის საზომ ერთეულს, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე და რაც ნათლად უნდა იყოს ასახული სასწავლო კომპონენტის სილაბუსში.
5. დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი კომპონენტის (შუალედური ან დასკვნითი შეფასება) გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ შეფასების კომპონენტში, ასევე, არსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ შეფასების მეთოდში განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვრების გადალახვისა და ამ მუხლის მე-9-მე-10 პუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
6. შეფასების თითოეულ კომპონენტში განსაზღვრული უნდა იყოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს.
7. პროგრამის სასწავლო კომპონენტის მიზნების, სწავლის შედეგებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შესაძლებელია განისაზღვროს შეფასების მეთოდში/მეთოდებში.
8. საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტების (გარდა კონცენტრაციისა და მოდულისა) სწავლის შედეგების მიღწევის შეფასება უნდა დასრულდეს იმავე სემესტრში, რომელშიც იგი ხორციელდებოდა.
9. შეფასების სისტემა უშვებს:
ა)ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – 51-60 ქულა.
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი/საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
10. საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, სწავლის შედეგების, სპეციფიკის, აგრეთვე მინიმალური კომპეტენციის ზღვრების გათვალისწინებით, შესაძლებელია პროგრამის ცალკეული სასწავლო კომპონენტისათვის განისაზღვროს ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისაგან განსხვავებული მინიმალური დადებითი შეფასება, რომელიც არ უნდა იყოს 51 ქულაზე ნაკლები და 60 ქულაზე მეტი.
11. საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში FX-ის მიღების ან ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული დადებითი შეფასების ვერმიღების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დანიშნოს დამატებითი გამოცდა დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.
12. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა.
13. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.
14. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით სასწავლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.
15. დისერტაცია, სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი ან სხვა სამეცნიერო პროექტი/ნაშრომი უნდა შეფასდეს იმავე ან მომდევნო სემესტრში, რომელშიც სტუდენტი დაასრულებს მასზე მუშაობას.
16. აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად წარდგენილი სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი, დისერტაცია ან სხვა სამეცნიერო პროექტი/ნაშრომი უნდა შეფასდეს მთლიანობაში, ერთიანად - დასკვნითი შეფასებით, რომელიც მოიცავს უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული პირების შეფასებებსა და დაცვაზე მიღებულ შეფასებას.
17. სადოქტორო საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების, სწავლის შედეგებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, უნივერსიტეტი განსაზღვრავს, ხოლო სამაგისტრო საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში - უფლებამოსილია განსაზღვროს სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის, დისერტაციის ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის დაცვაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობები, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტის პროგრესიის პერიოდულ განმავითარებელ შეფასებებს.
18. სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი ან სხვა სამეცნიერო პროექტი/ნაშრომი ფასდება ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული სისტემით.
19.მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტისათვის ამ მუხლის მე-10 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტს უფლება ეძლევა გადამუშავებული სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი წარადგინოს მომდევნო სემესტრის განმავლობაში, ხოლო ამ წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტი კარგავს იგივე სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის წარდგენის უფლებას.
20. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის შეფასება ხორციელდება შემდეგი სისტემის შესაბამისად:
ა) ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი - 91-100 ქულა;
ბ) ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება - 81-90 ქულა;
გ) კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება - 71-80 ქულა;
დ) საშუალო (bene) – საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს - 61-70 ქულა;
ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს - 51-60 ქულა;
ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი დონის ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს - 41-50 ქულა;
ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს - 40 ქულა და ნაკლები.
21. ამ მუხლის მე-20 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტის მიერ სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის პირობები და ვადები განისაზღვრება შესაბამისი ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით, ხოლო ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.

მუხლი 12(1). საბაკალავრო/ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო უცხო ენის სასწავლო კომპონენტების ათვისება
უნივერსიტეტის საბაკალავრო/ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტისთვის,  რომელიც წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო უცხო ენის პროგრამის სწავლის შედეგებით გათვალისწინებულ  ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს ან ამ უცხო ენაზე მიღებული  სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს (ატესტატი/დიპლომი), სავალდებულოა პროგრამით განსაზღვრული უცხო ენის სასწავლო კომპონენტებიდან (რომლებიც უზრუნველყოფს უცხო ენაში პროგრამით განსაზღვრული ცოდნის დონის მიღწევას)  უკანასკნელი კომპონენტით გათვალისწინებული კრედიტების ათვისება.   ასეთ შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კვალიფიკაციის მისანიჭებლად კანონმდებლობით დადგენილი რაოდენობით კრედიტების დაგროვება ხდება, სტუდენტის არჩევანის შესაბამისად, სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსების  ან/და თავისუფალი კომპონენტის ხარჯზე.

მუხლი 13. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტის უფლება-მოვალეობები

1. უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება და მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევაში;
ბ) ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საბიბლიოთეკო ფონდით, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
გ) მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე და მოითხოვოს სასწავლო კურსების სილაბუსები;
დ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები;
ე) მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია უფლებამოსილი პირისაგან საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების და გამოცდების ჩატარების ვადებისა და ფორმატის თაობაზე;
ვ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური/მასწავლებელთა პერსონალის მუშაობის და სტუდენტთა მომსახურების შეფასება.
ზ) საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ვადებსა და დაფინანსების (სემესტრული გადასახადის) ფარგლებში შეფასების გაუმჯობესების მიზნით განმეორებით მოისმინოს ცალკეული სასწავლო კურსები სემესტრულ სამუშაო ნორმად დადგენილი კრედიტების ოდენობით. ამ შემთხვევაში სტუდენტს სასწავლო კურსის შეფასებად უფიქსირდება უკეთესი შედეგი.
2. უნივერსიტეტის სტუდენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას უნივერსიტეტის შინაგანაწესი და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნები;
ბ) დაიცვას და შეასრულოს უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების პირობები;
გ) გაიაროს აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სწავლის სემესტრული საფასური დადგენილ ვადებში;
დ) ერთი თვის ვადაში აცნობოს შესაბამისი ფაკულტეტის საქმის მწარმოებელს პირად ბარათში მითითებული ინფორმაციის ცვლილებებზე;
ე) დაიცვას ეთიკისა და ქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმები;
ვ) გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის კუთვნილ ქონებას;
3. სტუდენტისათვის შეუფერებელ და არაეთიკურ ქცევად ჩაითვლება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებული ქმედებები.
3(1). სტუდენტის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევაში, მას უფლება აქვს, უნივერსიტეტის კანცელარიის მეშვეობით საჩივრით მიმართოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საჩივარს განიხილავს რექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია.

მუხლი 14. საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა ან გაუქმება

  1. საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ასეთი პროგრამის სტუდენტებისათვის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აღნიშნულ პროგრამასთან თავსებად საგანმანათლებლო პროგრამაზე მათი გადაყვანის გზით მანამდე მოპოვებული კრედიტების აღიარებით;

  2. თუ უნივერსიტეტში არ ხორციელდება გაუქმებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადი საგანმანათლებლო პროგრამა, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაუქმებული საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების შეთანხმების გაფორმებას და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენას.

მუხლი 15. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიპლომის საშუალო ნიშნის (ე. წ. GPA-ს) დაანგარიშების წესი

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიპლომის საშუალო ნიშნის (ე. წ. GPA–ს) დაანგარიშება ხდება შემდეგი წესის მიხედვით:

1. უნივერსიტეტის 2010 წლამდე კურსდამთავრებულთა დიპლომის საშუალო ნიშნის (ე. წ. GPA (grade point average)–ს) დაანგარიშებას ახორციელებს  სასწავლო პროცესის მართვის სამსახური კურსდამთავრებულის პირადი განცხადების საფუძველზე. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კურსდამთავრებულის დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

2. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიპლომის საშუალო ნიშნის დასაანგარიშებლად სტუდენტის მიერ მიღებული შეფასებების შესაბამისობის დადგენა GPA–სთან ხორციელდება ქვემოთ წარმოდგენილი პრინციპით:

 შეფასების 100 ქულიანი სისტემის შემთხვევაში:

   შეფასება   

ქულობრივი მაჩვენებელი

     GPA     

A

91 - 100

4.0

B

81 - 90

3.0

C

71 - 80

2.0

D

61 - 70

1.0

E

51 - 60

0.5

F - FX

0 - 50

0


შეფასების 5 ქულიანი სისტემის შემთხვევაში:
შეფასება ქულობრივი მაჩვენებელი GPA

    შეფასება   

ქულობრივი მაჩვენებელი

    GPA     

A

5

4.0

B

4

2.5

C

3

1.0

D

2

0

E

1

0

3. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის დიპლომის საშუალო ნიშნის (GPA) დაანგარიშება ხდება დიპლომის დანართში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე შემდეგი წესის მიხედვით:
ა) სტუდენტის მიერ თითოეულ სასწავლო კურსში მიღებული შეფასების ქულა მრავლდება ამ კურსის კრედიტების რაოდენობაზე;
ბ) ამგვარად მიღებულ ნამრავლთა ჯამი იყოფა ყველა სასწავლო კურსის კრედიტების საერთო რაოდენობაზე;
გ) მიღებული სიდიდე წარმოადგენს დიპლომის საშუალო ქულას (GPA).
4. დიპლომის საშუალო ნიშნის (GPA) დაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება „ჩათვლები“, ანუ ის შეფასებები, რომლებსაც არ აქვს ქულობრივი მაჩვენებელი.

მუხლი 16. კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომი

  1. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია.

  2. წარჩინების დიპლომი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის დიპლომის საშუალო ნიშანი (ე. წ. GPA) შეადგენს არანაკლებ 3,5-ს.

  3. აკადემიურ ხარისხს ადასტურებს უნივერსიტეტის რექტორისა და ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული დიპლომი სტანდარტული დანართითურთ.

 

 

 

 

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის 31 ოქტომბერს სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო...

31 ოქტომბერი, 2024 სრულად ნახვა

ბიდგოშჩის კაზიმირ დიდის უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი, ტომაშ...

მიმდინარე წლის 21-26 ოქტომბერს ერასმუს +-ს პროგრამის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიდგოშჩის კაზიმირ დიდის უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორს, ტომაშ...

23 ოქტომბერი, 2024 სრულად ნახვა