კონკურსი მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

28 February,2017

კონკურსი მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სემესტრის, მაგისტრატურის მე-2 და მე-3 სემესტრის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს 2017 წლის 6 მარტისა უნდა გაიარონ რეგისტრაცია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურში (საკონტაქტო პირი: ზურა ზურაბაშვილი) და 2017 წლის 6 მარტს დაწერონ ინსტიტუციონალური უცხო ენის ტესტი (ინგლისური B1). რეგისტრაციის გასავლელად აუცილებლად იქონიეთ თან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.

მევლანას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აკადემიური გაცვლა მოხდება შემდეგ მიმართულებებზე: მათემატიკა(ბაკალავრიატი); ბიოლოგია (ბაკალავრიატი); დაწყებითი განათლება (ბაკალავრიატი); მასწავლებელთა განათლება ( მაგისტრატურა); ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა); ტურიზმის მენეჯმენტი (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა); ფინანსები (ბაკალავრიატი); ისტორია (ბაკალავრიატი);

 

კონკურსი მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის.

მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორებს.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული 1, ბმული 2, ბმული 3
დაინტერესებულმა პირებმა არაუგვიანეს 2017 წლის 6 მარტისა უნდა გაიარონ რეგისტრაცია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურში (საკონტაქტო პირი: ზურა ზურაბაშვილი).

 

 

Events See All

GSU carries on to be a great supporter of Legal education of school...

The Faculty of Social Sciences and Legal Clinic continues to give lessons on practical law to public school students at the following schools: 

29 May, 2025 See More

Student Days 2025 was officially opened

Student Days 2025 was officially opened on May 27. The aim of the project is to facilitate cultural, socio-educational activities and promote students’...

28 May, 2025 See More