დიალექტოლოგიური ექსპედიცია

12 ივლისი,2019

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით მიმდინარე წლის მაისის თვეში შიდა საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო და ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმანათლებლო სტუდენტებისათვის მოეწყო დიალექტოლოგიური ექსპედიცია შიდა ქართლის 15 სოფელში. (პროექტის ხელმძღვანელი პროფ. მარიამ კობერიძე, კოორდინატორი ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი). ექსპედიციის მონაწილეებმა სოფლებში მოსახლეობისაგან ჩაიწერეს თქმულებები, ტოპონიმები, მეტყველების ნიმუშები და სხვ. მოპოვებული მასალა დამუშავდა პროექტის მონაწილეთა მიერ და 2019 წლის 12 ივლისს მოეწყო პრეზენტაცია, რომელსაც დაესწვრნენ უნივერრსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი სოსიაშვილი, ვიცე რექტორი, ბატონი ალექსანდრე მღებრიშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ხორბალაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი ლევან მიდოდაშვილი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლები.

პროექტის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ისაუბრეს ექსპედიციის დეტალებსა და შთაბეჭდილებებზე. მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას პროექტრის დაფინანსებისათვის და სურვილი გამოთქვეს მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების აუცილებლობის თაობაზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სამეცნიერო ფორუმი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სანიაში გამართულ აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და აზიის პირველ მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმში -...

30 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა

მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2026 წლის 22 ოქტომბერს, მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდის (პროფესორების ალექსანდრ ჰანსისა და ფრანცისკა გასმანის) საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გორის...

22 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა