სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა
1.შესავალი
წინამდებარე დოკუმენტი აღწერს სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში-უნივერსიტეტი) ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ზოგად მიმართულებებს.
თავისი მისიისა და სტრატეგიის შესაბამისად, უნივერსიტეტი ხელს უწყობს საგანმანათლებლო დაწესებულების საერთაშორისო თანამშრომლობას და ინტერნაციონალიზაციის პროცესს.
2. უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მიზნები.
უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მიზნებია:
- სტუდენტებისა და პერსონალის საერთაშორისო მობილობის მხარდაჭერა;
- უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ერთობლივი კონფერენციების, პროგრამების/ პროექტების და სხვ. ღონისძიებების შემუშავება/განხორციელება;
- საერთაშორისო კვლევებში სტუდენტებისა და პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა;
- უცხოელი სტუდენტებისა და პერსონალის მოზიდვა.
3. საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის მექანიზმები.
უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის მექანიზმები:
- საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით განხორციელებული სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები/პროექტები;
- უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობები;
- სტუდენტებისა და პერსონალის ინტეგრაცია საერთაშორისო პროფესიულ/დარგობრივ და საგანმანათლებლო ქსელებში;
- ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების (მათ შორის ერთობლივი)/მოდულების/სასწავლო კურსების შემუშავება და განხორციელება;
- საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება;
- უცხოელი სტუდენტებისა და პერსონალის მოზიდვის მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო საშუამავლო კომპანიებთან თანამშრომლობა;
- საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევითი ხასიათის, აგრეთვე სხვა სახის ღონისძიებებში პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა;
- საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ბაზებზე სტუდენტებისა და პერსონალის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა;
- სტუდენტთა მონაწილეობის მხარდაჭერა საერთაშორისო დისტანციური სწავლების პროგრამებში.
4. ინტერნაციონალიზაციის მექანიზმების ეფექტურობის შეფასება.
ინტერნაციონალიზაციის მექანიზმების ეფეტურობის შეფასება ხორციელდება ორ წელიწააში ერთხელ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ და ითვალისწინებს:
- უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის აქტივობების/ღონისძიებების შესრულების თაობაზე საანგარიშო პერიოდში წარმოდგენილ ყუოველწლიურ ანგარიშებს;
- სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების საბჭოს ყოველწლიურ დასკვნებს;
- საანგარიშო პერიოდში ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სამოქმედოი გეგმით განსაზღვრული აქტივობების/ღონისძიებების განსახორციელელბლად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რსურსების გახარჯვის ეფექტიანობას;
- ინტერნაციონალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით პერსონალისა და სტუდენტთა გამოკითხვების შედეგებს;
5. დასკვნითი ნაწილი.
- საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის მექანიზმების ეფექტურობის შეფასების შედეგებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს;
- საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის მექანიზმების ეფექტურობის შეფასების შედეგები გამოიყენება ინტერნაციონალიზაციის მექანიზმების დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის.