საერთაშორისო ურთიერთობების დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულს.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, უნივერსიტეტის წესდებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
3. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახურის ძირითადი საქმიანობის სფერო და ამოცანაა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფა, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა, უნივერსიტეტის სრულფასოვანი ჩაბმა ბოლონიის პროცესში და მისთვის საერთაშორისო აღიარების მოპოვებაზე ზრუნვა.
2. სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება;
ბ) უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების - ფაკულტეტების, დამხმარე და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა და კონტროლი საერთო სტრატეგიული მიზნების მისაღწევად;
გ) საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
დ) რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის საქმიანი ვიზიტების დაგეგმვა-ორგანიზება;
ე) სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობის ხელშეწყობა;
ვ) გაცვლითი პროგრამებისათვის კანდიდატების შესარჩევი კონკურსების ორგანიზება;
ზ) უნივერსიტეტის სტუდენტთა მომსახურება, რჩევა-რეკომენდაციის გაწევა საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრებასთან დაკავშირებით;
თ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და უცხოურ ორგანიზაციებთან, ფონდებთან, საინფორმაციო ცენტრებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა;
ი) პარტნიორი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო დაწესებულებების დელეგაციების მიღება-მასპინძლობის ორგანიზება;
კ) უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება;
ლ) ურთიერთობების დამყარება საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებთან, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა სახის ორგანიზაცია-დაწესებულებებთან საუნივერსიტეტო საქმიანობის სრულყოფის მიზნით;
მ) პრიორიტეტული სახის გაცვლითი პროგრამებისა და ხელშეკრულებების წარდგენა საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან;
ნ) გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტთა საგრანტო განაცხადების სისტემატიზაცია;
ო) გაცვლითი, სასწავლო და/ან სხვა სახის პროგრამებით უნივერსიტეტში მყოფ უცხოელ სტუდენტების და მეცნიერების დახმარება საუნივერსიტეტო გარემოში ინტეგრირებაში;
პ) სამთავრობო, რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გამოცემულ საგრანტო მასალების მოპოვება;
ჟ) საერთაშორისო ურთიერთობათა სახის წინადადებების რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გავრცელება;
რ) საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციების ანალიზი; წინადადებების მომზადება უნივერსიტეტის საგარეო პოლიტიკის შესახებ;
ს) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამეცნიერო ფონდებთან კონტაქტების დამყარება;
ტ) საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო პროექტებში უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების ჩართვა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან დადებული ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება, შესრულება და კონტროლი;
ფ) უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის პროცესში;
ქ) უნივერსიტეტის ვებ-გვერდის უზრუნველყოფა გაცვლითი პროგრამებისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ინფორმაციით, კომპეტენციის შესაბამისად ინფორმაციის უნივერსიტეტში გავრცელება (ვებ-გვერდი, ფაკულტეტები, საინფორმაციო დაფები);
ღ) პარტნიორ უნივერსტეტებთან არსებული ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე უნივერსიტეტში ჩამოსული უცხოელი სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერთა შეხვედრა და საქმიანობის ორგანიზება;
ყ) საქართველოში წარმოდგენილ უცხოურ ორგანიზაციებთან; საელჩოებთან, ფონდებთან, საინფორმაციო ცენტრებთან თანამშრომლობა;
შ) საგრანტო პროგრამების მოპოვება და მართვა;
ჩ) ხელშეკრულებების ფარგლებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სტაჟირება-მივლინების ხელის შეწყობა;
ც) უნივერსიტეტის სტუდენტებისატვის რეკომენდაციის გაწევა საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრებასთან დაკავშირებით;
ძ) საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე კვლევით პროექტებში უნივერსიტეტის ჩართვა და მონაწილეობის მიღება;
წ) საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით ქსელებში გაერთიანება;
ჭ) უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელის შეწყობა.

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რექტორთან შეთანხმებით.
2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც ნიშნავს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რექტორთან შეთანმხებით სამსახურის უფროსის წარდგინებით.
3. სამსახურის შემადგენლობაში შედიან სამსახურის უფროსი და მთავარი სპეციალისტი. სამსახურის მთავარ სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რექტორთან შეთანხმებით.
4. სამსახურს, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძლება ჰყავდეს სპეციალისტი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რექტორთან შეთანხმებით.
5. სამსახურის უფროსის ფუნქციებია:
ა) სამსახურის საქმიანობის წარმართვა და ხელმძღვანელობა;
ბ) მოვალეობების განაწილება სამსახურის თანამშრომლებს შორის;
გ) უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა სამსახურის პერსონალთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
დ) უნივერსიტეტის პერსონალის მიერ წარმოდგენილი, გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის ანალიზი და წარდგენა უნივერსიტეტის რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე.
ე) სამსახურის მუშაობის დაგეგმვა, მუშაობის სტილისა და მეთოდების სრულყოფა;
ვ) უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების - ფაკულტეტების, დამხმარე სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა საერთო სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის;
ზ) უნივერსიტეტში შემოსულ უცხოურ კორესპონდენციაზე შესაბამისი წერილის მომზადება უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებთან - ფაკულტეტებთან, დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებთან და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობით;
თ) სამსახურის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ი) ანგარიშის წარდგენა სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად, აგრეთვე ნებისმიერ დროს უნივერსიტეტის რექტორის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებით;
კ) სასწავლო და სამეცნიერო პროექტების მომზადება;
ლ) სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრა და პასუხისმგებლობა მათ განხორციელებაზე;
მ) უნივერსიტეტის რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
6. მთავარი სპეციალისტის ფუნქციებია:
ა) უცხოეთის საგანმანათლებლო ან სხვა სახის დაწესებულებებთან ურთიერთობების დამყარებისათვის ხელშეწყობა და მათთან შესაბამისი ხელშეკრულებების/მემორანდუმების მომზადება - გაფორმების ორგანიზება;
ბ) უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების ფარგლებში უნივერსიტეტის პერსონალის და სტუდენტების უცხოეთში სტაჟირება–მივლინების ხელშეწყობა;
გ) სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევა საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრებასთან დაკავშირებით და მათთვის საჭირო შესაბამისი სააპლიკაციო ფორმების მომზადებაში დახმარების გაწევა;
დ) უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება–გავრცელება;
ე) მონაწილეობის მიღება საპროექტო იდეების შემუშავებაში და ზედამხედველობის გაწევა დაფინანსებული პროექტების განხორციელებისას;
ვ) უნივერსიტეტის რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება და ანგარიშვალდებულება მათ წინაშე;

მუხლი 4. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის 27 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ მეცნიერებათა...

27 სექტემბერი, 2024 სრულად ნახვა

მეცნიერების ფესტივალი

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ...

26 სექტემბერი, 2024 სრულად ნახვა