შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში

27 ნოემბერი,2025

მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან.
შეხვედრას უძღვებოდნენ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ნინო ზურაბაშვილი, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანნა ცაგურია, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ხატია ჩიხლაძე.
ღონისძიების ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის თაობაზე და სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია პროკურატურის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა შეკითხვები დასვეს მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და სამართალწარმოების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეეუწყნარებლობის ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, 8 აგვისტოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ...

08 აგვისტო, 2026 სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება.შეხვედრა გახსნა, სტუმრებს და კურსდამთავრებულებს...

06 აგვისტო, 2026 სრულად ნახვა