პროექტ „რეფორმატორის“ წარმომადგენლების შეხვედრა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან

06 ივნისი,2019

6 ივნისს, პროექტ „რეფორმატორის“ წარმომადგენლები შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების სტუდენტებს.
პროექტს ახორციელებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი USAID G4G-ის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა. პროექტმა უნდა გაზარდოს როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, ისე ნდობა მთავრობას, კერძო სექტორსა და ზოგადად საზოგადოებას შორის.
ამ ეტაპზე რეფორმეტრი აფასებს ექვს რეფორმას, კერძოდ: სოფლის მეურნეობის, პროფესიული განათლების, მცირე და საშუალო ბიზნესის, კაპიტალის ბაზრის, საპენსიო რეფორმისა და ტურიზმის განვითარებას. განიხილეს რეფორმეტრის მუშაობის პრინციპები და შეფასების მეთოდოლოგია. სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში და დასვეს კითხვები თითოეული რეფორმის ირგვლივ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სახალხო დღესასწაული „გორის დღეები 2026“

ღონისძიებაზე უნივერსიტეტმა წარადგინა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კრებულები და სასაჩუქრე, ბრენდირებული ნივთები. ქალაქის დღესასწაულის სტუმრებისთვის...

03 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა

მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026

„მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026-ის” ფარგლებში ა/წ 18 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

18 სექტემბერი, 2026 სრულად ნახვა