
9 აპრილი
09 აპრილი,2024მიმდინარე წლის 9 აპრილს, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღეს, ქ გორში არსებული მემორიალი, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გვირგვინებით შეამკეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ადმინისტრაციის წევრებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
9 აპრილის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, გორის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ.