9 აპრილი
09 აპრილი,2026მიმდინარე წლის 9 აპრილს, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღეს, ქ გორში არსებული მემორიალი, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გვირგვინებით შეამკეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რექტორის მოადგილემ ზურაბ ზურაბაშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით კვერნაძემ, ადმინისტრაციის წევრებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.