აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან ჩატარდა სამუშაო შეხვედრა

15 აპრილი,2024

მიმდინარე წლის 15 აპრილს უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საკითხებთან დაკავშირებით კლასტერული აკრედიტაციის თავისებურებათა გათვალისწინებით. შეხვედრაზე განიხილეს განსხვავება ინდივიდუალურ და კლასტერულ აკრედიტაციას შორის, კლასტერული აკრედიტაციისათვის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების განსხვავებულ ასპექტებს. ხაზი გაესვა პროგრამების განვითარებაში კლასტერული აკრედიტაციის მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობას. შეხვედრას უძღვებოდნენ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ც. დურული და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ლ. მიდოდაშვილი. შეხვედრის დასასრულს პასუხი გაეცა დამსწრეთა შეკითხვებს.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

დედაენის კვირეული გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება!

16 აპრილს, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.

16 აპრილი, 2026 სრულად ნახვა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა...

მიმდინარე წლის 16 აპრილს, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარსდგა...

16 აპრილი, 2026 სრულად ნახვა