აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი
21 მაისი,2025მიმდინარე წლის 21 მაისს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი საერთაშორისო საბიბლიოთეკო ბაზებთან მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით; მის მიზანი იყო, რომ პროფესორ-მასწავლებლებმა შეძლონ ბაზების ეფექტიანი გამოყენება კვლევისა და სწავლების პროცესში. ტრენინგს უძღვებოდა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ნ. გორგიშელი. მან წარმოადგინა საერთაშორისო ბაზების მიმოხილვა, განიხილა საძიებო სტრატეგიებთან, ციტირების ანალიზთან, ეთიკასა და პლაგიატთან დაკავშირებული საკითხები.